NDI-ს კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 15%-ს პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად დავით ბაქრაძე მოსწონს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

NDI-ს კვლევების თანახმად, კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოსწონთ, გამოკითხულთა 15%-მა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაასახელა, გამოკითხულთა 7%-ს ირაკლი ალასანია მოსწონს; 6%-მა – შალვა ნათელაშვილი, 5%-მა – გიორგი კვირიკაშვილი, 3%-მა კი – დავით სერგეენკო დაასახელა.
როგორც NDI საქართველოს ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა განაცხადა, აქამდე ჩატარებულ კვლევებში ინტერვიუარები თავად სთავაზობდნენ რესპოდენტებს პოლიტიკოსების ჩამონათვალს, თუმცა ახლა რესპოდენტებს მოსაწონი და არ მოსაწონი პოლიტიკოსების დასახელება თავად შესთავაზეს.

კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ“, პასუხი „არ ვიცი“ რესპოდენტთა 28% -მა გასცა, ხოლო პასუხის გაცემაზე უარი 10%-მა განაცხადა.

რაც შეეხება იმ პოლიტიკოსებს, რომელიც არ მოსწონთ, სიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს 4%-ით. გამოკითხულთა 3%-ს არ მოსწონს ეკა ბესელია; ასევე 3%-ს არ მოსწონს გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე, 2%-ს არ მოსწონს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი; აღნიშნულ კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 42%-მა გასცა, უარი პასუხზე კი – 16%-მა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიNDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4%-ს ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს
შემდეგი სტატიაNDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 20% ”ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემდა, 19% – ”ქართულ ოცნებას”