“NDI-ს კვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების მიმართ რწმენა დაკარგული აქვს” – ნიკა მელია

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 15, 2017 13:28

“NDI-ს კვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების მიმართ რწმენა დაკარგული აქვს” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, NDI -ს კვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების მიმართ რწმენა დაკარგული აქვს, თუმცა განახლებულ ენმ-ს აქვს ყველანაირი პოტენციალი ხალხში გავიდეს და ეს რწმენა დაუბრუნოს მათ.
„NDI -ს კვლევამ, როგორც მოსალოდნელი იყო აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებული ყოფით უკმაყოფილოა. ტოტალური უმუშევრობაა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას, საზოგადოებას უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა აქვს დაკარგული. მათ შორის რწმენა პოლიტიკური პარტიების მიმართაც. ეს ჩვენთვისაც , როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის, ახალი ნაციონალური მოძრაობისთვის, უდიდესი გამოწვევაა. თუმცა, ენმ რეფორმების პროცესშია და მიმაჩნია, რომ რამდენადაც ახლოს ვიქნებით საზოგადოებასთან, იმდენად აისახება ეს პარტიის განვითარებაზე”- განაცხადა მელიამ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 15, 2017 13:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,286
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics