NDI-ს გამოკითხულთა 57% ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასაქმებას მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57% ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასაქმებას ასახელებს.

გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა სიღარიბეა, გამოკითხულთა 29% პრობლემად თვლის ტერიტორიულ მთლიანობას, პენსიებს კი, პრობლემად 28% აფასებს.

NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1 881 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს სახით გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა სამხედროებს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლის იუბილე მიულოცა
შემდეგი სტატია,,კონკურსის შედეგად მოსამართლეების დანიშვნა სასამართლოს შვებას მისცემს”