NDI – პრეზიდენტობის კანდიდატები: 12% „ქართული ოცნება“ ; 10% – „ენმ”; 6%-6% გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა – 32% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, არ იცის, თუ რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას.
ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს, 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10%-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% – გიორგი მარგველაშვილს, 6% – დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.
NDI-ის კვლევის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშიNDI: 81%- სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს
შემდეგი სტატია22% : ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში უარყოფითი გავლენა ექნება – NDI