NDI – პოლიციის საქმიანობის დადებითი შეფასება, წინა წელთან შედარებით 7% -ით არის გაზრდილი

NDI-იმ 2019 წლის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის 28 მარტიდან – 15 აპრილამდე ჩატარდა და 2 927 ადამიანი გამოიკითხა.

გამოქვეყნებული კვლევის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას, მათ ქართული პოლიციის საქმიანობას. 2019 წელს, გამოკითხული მოსახლეობის აზრის კვლევის მიხედვით, პოლიციის საქმიანობის დადებითი შეფასება, წინა წელთან შედარებით 7% -ით არის გაზრდილი და 41%-დან 48% -მდე მოიმატა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევებით, წელს პოლიციას ყველაზე მაღალი შეფასება აქვს.

კვლევის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთადერთი სამინისტროა, რომლის რეიტინგი ბოლო წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის მუშაობას 33% უარყოფითად აფასებს – NDI
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 38% სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს – NDI