NDI – პანდემიის დაწყებიდან გამოკითხულთა 13%-მა სამსახური დაკარგა და დღემდე უმუშევარია

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13%-მა პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა და ამ დრომდე უმუშევარია, ხოლო 12% ამბობს, რომ სამსახური არ დაუკარგავს, თუმცა შემოსავალი შეუმცირდა.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მთავრობის ეკონომიკურ გეგმას ეფექტურად აფასებს. თებერვალში გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ პანდემიის განმავლობაში მან ან მისმა ოჯახის წევრმა მთავრობისგან დახმარება აიღო – მათგან 48%-მა თქვა, რომ ეს დახმარება საკმარისი იყო, ხოლო 52%-მა პროცენტმა თქვა, რომ პირიქით.

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება
შემდეგი სტატიაNDI – 47% ვაქცინაციაზე ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას ენდობა