NDI – “ოცნების” მხარდაჭერა შემცირდა, “ენმ”-ის გაიზარდა

NDI-ს 17-24 თებერვლის კვლევით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა შემცირდა, “ნაციონალური მოძრაობის” კი გაიზარდა.

თუ 2020 წლის დეკემბერში “ქართული ოცნების” მხარდაჭერა 31% იყო, 2021 თებერვალში 23%-მდე შემცირდა.

ამავე პერიოდში “ენმ”-ს მხარდაჭერა 5%-დან 7%-მდე გაიზარდა.

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშითეა ახვლედიანი – ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება
შემდეგი სტატიაNDI – 49%-ს აზრით, პარლამენტში ქალის და კაცის საუკეთესო გადანაწილება 50-50%-ზე იქნებოდა