NDI: მთავრობის მუშაობას კარგად გამოკითხულთა 50% აფასებს, ცუდად — 38%

კანცელარია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 38% – ცუდად, ხოლო 11%-მა არ იცის.

მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად — 40%-ით თბილისში აფასებენ, ხოლო ყველაზე კარგად სოფლებში — 52%-ით.

ასევე, NDI-მ იგივე კითხვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფშიც დასვა, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად — 39%-ით 55 წელს გადაცილებული ადამიანები აფასებენ, ხოლო ყველაზე კარგად — 51%-ით 35 წელსა და 54 წელს შორის მყოფი ადამიანები.

ოპოზიციის მხარდამჭერების 77% მთავრობის მუშაობას ცუდად აფასებს, ხოლო კარგად — 15%. ქართული ოცნების მხარდამჭერების 88% კი ამბობს, რომ მთავრობა კარგად მუშაობს, საპირისპირო აზრზე 7%-ია.

banner
წინა სტატიაშიNDI: 31%-ის შეხედულებებთან ახლოს ოცნება დგას, 25%-თან არცერთი პარტია, 24% კითხვას არ პასუხობს
შემდეგი სტატიაNDI: გამოკითხულთა 32% ცესკოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 24% კი – დადებითად