NDI : მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 77 პროცენტისთვის მისაღებია

მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 77 პროცენტისთვის მისაღებია. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველოს მიერ 2019 წლის აპრილში ჩატარებულ საზოგადოებრივი კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, უარყოფითი პასუხი გასცა გამოკითხული მოსახლეობის 13-მა პროცენტმა. პოზიცია არ გააჩნია გამოკითხული მოსახლეობის ათ პროცენტს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

საშუალოდ ცდომილების ზღვარი 2 -3 პროცენტია.

banner
წინა სტატიაში26 მაისთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 27 პროცენტი მიიჩნევს, რომ მზად არის ევროკავშირის წევრობისთვის