ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
გამოკითხულთა 62% თვლის, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 29% კი ფიქრობს, რომ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. 7% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იციან, 2%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 47%-მა არცერთი პარტია დაასახელა და 6%-მა არ იცოდა პასუხი.