NDI: მოსახლეობის 75% ამბობს, რომ ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობა თვლის, რომ ძირითადი მიმართულებებით ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესებულია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 75% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა, 17%-ისთვის არაფერი შეცვლილა და მხოლოდ 6%-ისთვის გაუმჯობესდა მდგომარეობა.

სიღარიბის აღქმა გაუარესდა იმ მოქალაქეებშიც, რომლებიც მხარს მმართველ გუნდს უჭერენ. ქართული ოცნების მხარდამჭერების 51% თვლის, რომ სიღარიბის მხრივ სიტუაცია გაუარესდა, 29% მიიჩნევს, რომ არაფერი შეცვლილა, ხოლო 19%-ისთვის მდგომარეობა გაუარესდა.

banner
წინა სტატიაშიNDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, NATO-ში – 77%
შემდეგი სტატიაეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ყოველი მე-2 მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის