NDI – მოსახლეობის 36% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს

NDI-ს კვლევით, კითხვაზე, როგორ აფასებთ პარლამენტის საქმიანობას პასუხები ასე გადანაწილდა:

ცუდად 36%
საშუალოდ 38%
კარგად 14%
გარდა ამისა, მოსახლეობის 54% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში დღეს აიცრება
შემდეგი სტატიანიკოლოზ ვაშაკიძე: მოლაპარაკებების პროცესი შარლ მიშელის გეგმის გარშემო დასრულებული არ არის