NDI მედიას დღეს საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დღეს მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაში“უნდა შეიცვალოს პოლიტიკურ ინსტრუმენტებში” – ლევან ბეჟაშვილი არჩევნების შედეგებზე
შემდეგი სტატია26 მაისთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა