NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% თვლის, რომ რუსეთი სამხედრო ძალის თვალსაზრისით უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. 15% თვლის, რომ რუსეთი და აშშ თანაბარი სიძლიერის არიან, ხოლო 36% ფიქრობს, რომ სამხედრო უპირატესობას აშშ ფლობს. კითხვაზე პასუხი არ აქვს 8%-ს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

banner
წინა სტატიაშიNDI – 72%-სითვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს
შემდეგი სტატიაNDI – გამოკითხულთა 64%-სთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მისაღებია