NDI კვლევის შედეგებს წარმოადგენს : რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით

დღეს NDI საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარმოადგენს თემაზე – რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. დღესვე გასაჯაროვდება გამოკითხვის პირველი ნაწილი, რომელიც საქართველოს საგარეო კურსთან ერთად შეეხება მასმედიასა და ეკონომიკას.კვლევისთვის 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში გამოიკითხა 4 ათასზე მეტი ადამიანი.

„ჩვენ სამი ძირითადი მიმართულება შევისწავლეთ. პირველი სწორად ვითარდება თუ არა ქვეყანა, რას ფიქრობს ამაზე ხალხი. მეორე – საგარეო ურთიერთობებია. რესპონდენტებს ვეკითხებოდით ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობის თემაზე. მესამე, როგორც ყოველთვის, პოლიტიკური ნაწილია. პირველ რიგში ჩვენ გვაინტერესებდა საპარლამენტო არჩევნები, რა მოლოდინები აქვს მოსახლეობას. ენდობიან თუ არა ისინი ცესკო-სა და საერთაშორისო დამკვირვებლებს. ასევე, გვქონდა პარტიული მხარდაჭერის შეკითხვაც ამ ფორმულირებით: “რომელ პარტიას უჭერთ მხარს.” კვლევის დროს, ყველაზე დიდი აქცენტი გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე გავაკეთეთ. როგორც წინა კვლევებმაც აჩვენა, ასეთი ამომრჩეველი პროცენტულად ყველაზე მეტია,“-განაცხადა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.

banner
წინა სტატიაშიკიევი მედვედევის სევასტოპოლში ვიზიტს აპროტესტებს
შემდეგი სტატიათანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დავით კინწურაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს