NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა.

კითხვაზე – არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 40% უარყოფითად პასუხობს, ხოლო 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, ხოლო 15% ფიქრობს, რომ საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული.

გამოკითხულთა 14%-ის აზრით, საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიმძიმე დარღვევების გამო „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს