NDI-ის კველვის მიხედვით, გამოკითხულთა 21% “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემდა

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვების მიხედვით, კითხვაზე რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას გამოკითხულთა უმრავლესობა 21% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 21%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 19% „ქართულ ოცნებას“ არ მისცემდა არასდროს ხმას.

გამოკითხულთა 15%-ისთვის ასეთი პარტია არ არსებობს. 4-4% აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“ და „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 2-2% აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ და „რესპუბლიკურ პარტიას“.

banner
წინა სტატიაშიხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, “ქართულ ოცნებას” 17 % მისცემდა ხმას, “ნაციონალურ მოძრაობას” – 13 %
შემდეგი სტატია32 % “ქართული ოცნება”, 26 % “ნაციონალური მოძრაობა” – “გადაწყვეტილი სავარაუდო ამომრჩევლები”