NDI – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 59% მონაწილეობას მიიღებდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახელეობის 59% მონაწილეობას მიიღებდა.

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, 37% აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს, გადაუწყვეტელი 57%, არ ვიცი 5%, უარი პასუხზე 1%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

banner
წინა სტატიაშიNDI – მოსახლეობის 34% აზრით, რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვა საქართველოზე ცუდად აისახება
შემდეგი სტატიაენმ-ის მხარდამჭერები უფრო დიდი ალბათობით არიან გადაწყვეტილები, ვიდრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები- NDI