NDI ისევ არ იშლის თავისას და კვლავ აგრძელებს უსინდისობის რეიტინგების გამოქვეყნებას

NDI ისევ არ იშლის თავისას და კვლავ აგრძელებს უსინდისობის რეიტინგების გამოქვეყნებას. ს ორგანიზაცია კრიმინალურ კავშირშია რუს ოლიგარქ ივანიშვილთან, ამ ორგანიზაციამ გაუთეთრა გაყალებებული საპარლამენტო არჩევნები, ამ ორგანიზაციამ გაუწია ლობირება და ეს ორგანიზაცია აგრძელებს დღეს კრიმინალური რეჟიმის მხარდაჭერას. აღნიშნული კვლევებიც, მისი ე.წ. შედეგებიც სწორედ ამის ნიშანია. სამწუხაროა, რომ NDI პირველ რიგში ღალატობს თავის ქვეყანას, თავის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებს, როდესაც გვერდში უდგას და ათეთრებს რუსი კრიმინალი-ოლიგაქრის შავ საქმიანობას. ჩვენ იძულებული ვხდებით, კონგრესში დავსვათ საკითხი, რომ NDI-ის საქართველოს მიმართულებაზე ასევე, დაიწყოს კვლევა-ძიება იმ საერთო ფორმატში, რომელიც ამერიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარეობს რუსეთის სპეცსამსახურენთან კავშირის შესახებ-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშისათესლე ნივრის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება
შემდეგი სტატიააუცილებელია ვნახოთ ვინ ატარებს ხოლმე საველე სამუშაოებს – მდინარაძე NDI-ის კვლევაზე