NDI – ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48 პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს.

გამოკითხულთა 34 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემა ფასების ზრდა/ინფლაციაა. 33 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემა სიღარიბეა, 29 პროცენტი ყველაზე დიდ პრობლემად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემა პენსიებია, ხოლო 19 პროცენტი მნიშვნელოვან პრობლემად ხელფასებს ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

banner
წინა სტატიაშიპეკინის ქუჩაზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI-ის კვლევა