NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს.

გამოკითხულთა 63 პროცენტი უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტის საპასუხო ქმედებას დადებითად აფასებს, 18 პროცენტი უარყოფითად, კითხვაზე პასუხი არ აქვს 18 პროცენტს.

ამასთან, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებები დადებითია, 37 პროცენტი აცხადებს, რომ უარყოფითი, ხოლო 15-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ 22%, „ნაციონალური მოძრაობა“ 7% – NDI-ის გამოკითხვა
შემდეგი სტატიარა ცვლილებები მოხდა საზოგადოების განწყობებში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ – NDI-ის კვლევა