NDI-ის გამოკვლევის თანახმად, 20 ივნისის აქციის მოვლენებზე უმეტესად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, კითხვაზე, ვინ არის უმთავრესად პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი, გამოკითხულთა 45% თვლის, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ოპოზიციის პასუხისმგებლობას 20 ივნისის აქციებზე, გამოკითხულთა 12% ხედავს.

რაც შეეხება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრსა და 20 ივნისის აქციების დროს შს მინისტრს, გიორგი გახარიას, 4% ამბობს, რომ აქციებისას ძალადობაზე ის არის პასუხისმგებელი. ივლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ორჯერ მეტი გამოკითხული ფიქრობდა, რომ აქციებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა.

NDI-ის გამოკვლევა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა

banner
წინა სტატიაში„ენდიაი“ – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13 პროცენტი – „ნაციონალურ მოძრაობას“, 14 პროცენტი – არც ერთ პარტიას
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 47% ტაქსების რეგულაციების გატარებას სწორ ნაბიჯს უწოდებს