NDI-ის გამოკითხვის პოლიტიკური ნაწილი დღეს გახდება ცნობილი

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) გამოკითხვის პოლიტიკური ნაწილი დღეს გახდება ცნობილი. NDI-ის ხელმძღვანელის ლორა ტორნტონის თქმით კითხვები შეეხებოდა იმას თუ როგორ აღიქვა საქართველოს მოსახლეობამ ჩატარებული არჩევნები და რომელი პარტიაა მათთვის მისაღები, პარლამენტის მუშაობას და კორუფციას.

ეს “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული პირველი გამოკითხვაა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

“გამოკითხვის დიდ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია არჩევნების შეფასებაზე, თუ როგორ აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა არჩვენების პროცესს და საარჩევნო კომისიის საქმიანობას. კითხვები ტრადიციულად პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებითაც დავსვით. გვინდოდა გაგვეგო მოსახლეობის აზრი ქვეყანაში კორუფციის შესახებ. ასევე ვკითხეთ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიებს უჭერენ მხარს. წლევანდელ კვლევაში განსხვავებული იყო კითხვები დემოკრატიისა აღქმისა და ქვეყნისთვის მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. შევეცადეთ გაგვეგო მოსახლეობის აზრი იმის შესახებ, თუ როგორი მმართველობა უნდა ჰყავდეს საქართველოს,”-განაცხადა ლორა ტორნტონმა.

banner
წინა სტატიაშირიონში გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა
შემდეგი სტატიარუსეთისაგან იმიტომ არ შეიძლება ყიდვა, რომ ის ოკუპანტია – გიორგი გაჩეჩილაძე რუსეთიდან თაფლის შესაძლო შესყიდვაზე საუბრობს