NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგად საქმიანობს.

კითხვაზე – როგორ შეაფასებდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარია) საქმიანობას, 41 პროცენტი პასუხობს, რომ „კარგად“, 6 პროცენტი – „ძალიან კარგად“, ამასთან, 18 პროცენტი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „ცუდად“ საქმიანობს, 5 პროცენტი კი, „ძალიან ცუდად“. კითხვაზე პასუხი „ არ ვიცი“ გამოკითხულთა 29-მა პროცენტმა დააფიქსირა, ხოლო „უარი პასუხზე“ 1-მა პროცენტმა მიუთითა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბოლო 10 წელიწადში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა
შემდეგი სტატიაNDI – გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი