NDI-ის გამოკითხულთა 63%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა “ცუდია” – მოსახლეობა პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 12:08

NDI-ის გამოკითხულთა 63%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა “ცუდია” – მოსახლეობა პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია. 31% კი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა. 4 % ის თქმით, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას კარგია.

გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს, 12% -ის აზრით, რომ ქვეყნის ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს არავის აძლევს.

გამოკითხულთა 76% თვლის, რომ მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი ეკონომიკის მდგომარეობაზე, 16% მიიჩნევს, რომ მთავრობა ნაწილობრივაა პასუხისმგებელი, 1% კი აცხადებს, რომ მთავრობა არაა პასუხისმგებელი ეკონომიკის მდგომარეობაზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 12:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics