NDI-ს კვლევის თანახმად გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2-დან იღებს, 71% ინფორმაციის წყაროდ იმედს ასახელებს.
რაც შეეხება ტელეკომპანია მაესტროს, მისგან საჭირო ინფორმაციას გამოკითხულთა 39% იღებს, პირველი არხიდან 38%, ხოლო GDS-დან 27%.
შეგახსენებთ, რომ კვლევისთვის NDI-მ 4 ათასამდე ადამიანი გამოკითხა და დღეს მხოლოდ ის ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც მასმედიას, ეკონომიკასა და ქვეყნის საგარეო კურსს ეხებოდა.