NDI – გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, სამი პროცენტით გაიზარდა

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2017 წლის ივნისიდან დეკემბრამდე, გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, სამი პროცენტით გაიზარდა.

გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 2017 წლის ივნისში ჩატარდა, გამოკითხულთა 10% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 52% საშუალოდ, ხოლო 35% ცუდად.

კითხვაზე პასუხი არ აქვს 3%-ს.

იგივე კითხვით NDI-მ მოქალაქეებს 2017 წლის დეკემბერში მიმართა.

კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 13%-მა მთავრობის საქმიანობა კარგად შეაფასა, 53%-მა საშუალოდ, ხოლო ცუდად 32%-მა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ახალი ადგილობრივი მთავრობა ყველაზე ცუდად საგზაო მოძრაობის საკითხს გაართმევს თავს
შემდეგი სტატიაNDI – 72%-სითვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს