NDI – გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი.

კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი – 78 პროცენტი პასუხობს, რომ „მისაღებია“, 13 პროცენტისთვის „მიუღებელია“, ხოლო კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 9 პროცენტმა მიუთითა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაიზოლაციაში მოქცეული 10 ათასობით ადამიანი – ე.წ. საზღვარი ენგურზე ერთი თვეა, ჩაკეტილია