NDI – გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას ეფექტურად უმკლავდება. ეს მონაცემი გაზრდილია 2020 წლის დეკემბრის კვლევასთან შედერებით, მაშინ მთავრობის ქმედებებს გამოკითხულთა 60% აფასებდა დადებითად.

კითხვაზე – საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას? პასუხები შემდეგია:

68% – კარგად
27 – ცუდად;
4%- არ ვიცი.

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ ვაშაკიძე: მოლაპარაკებების პროცესი შარლ მიშელის გეგმის გარშემო დასრულებული არ არის
შემდეგი სტატიაNDI – პანდემიის დაწყებიდან გამოკითხულთა 13%-მა სამსახური დაკარგა და დღემდე უმუშევარია