NDI: გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 27, 2017 13:41

NDI: გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. 35%-მა უკვე გადაწყვიტა, 3%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ყველაზე მეტი გადაუწყვეტელი (68%) 18-35 წლამდე ახალგაზრდებშია, ყველაზე ნაკლები კი (57%), 56 წელს ზემოთ მოსახლეობაში.

რაც შეეხება დასახლებებს, ყველაზე მეტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი (69%) უმცირესობათა დასახლებებშია, ყველაზე ნაკლები (59%) – თბილისში.

ამასთან, გამოკითხულთა 57%, სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას აპირებს, 43% – არა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სავარაუდო მონაწილეთა 47%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას, 50%-ს – არა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 27, 2017 13:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics