NDI – გამოკითხულთა 52 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36 პროცენტი კი კარგად

გამოკითხულთა 52 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 36 პროცენტი აცხადებს, რომ კარგად შეაფასებდა, ცხრა პროცენტმა კი არ იცის.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშისაბა მეტრეველი – მტკვართან და რიონთან მებრძოლი სიცოცხლე
შემდეგი სტატიაNDI – საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობა სახელდება