NDI – გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

25% ამბობს, რომ სწორი მიმართულებით, 19% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 8%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გარდა ამისა, ჩაშლილი მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა შორის “ქართული ოცნების” მხარდამჭერების უმეტესობა – 62% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 21% კი ამბობს, რომ არასწორი.

რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერებს – 68% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 9% კი პირიქით.

კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს გზით ჩატარდა.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშიNDI – საქართველოს განათლების სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად ონლაინსწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები სახელდება
შემდეგი სტატიაგარდაბნის სოფელ ზემო თელეთში ტყე იწვის