NDI: გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 45% მიიჩნევს, რომ “არის”, ხოლო 12%-მა – არ იცის.

გასული წლის აგვისტოში გამოკითხულთა 48% თვლიდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის, 37$ კი საწინააღმდეგოს ფიქრობდა.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

banner
წინა სტატიაშინადირაშვილი:უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი
შემდეგი სტატიაNDI: გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ კორონავირუსზე არ აიცრებოდა