NDI: გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ კორონავირუსზე არ აიცრებოდა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, 41% აიცრებოდა, ხოლო ამდენივე – არა. კითხვაზე, “კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები”, 17% პასუხობს, რომ არ იცის.

გასული წლის ივნისში 46% ამბობდა, რომ არ აიცრებოდა.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის მიხედვით, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებოდნენ, ვიდრე ქალები. ასევე, მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.

გამოკითხვის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ აიცრება, ხოლო სოფელში – 42%.18-34 წლამდე ასაკის 39% აიცრებოდა, ხოლო 55 წელს მაღლა ასაკის ჯგუფებში – 44%.

banner
წინა სტატიაშიNDI: გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევა: 46%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამუშაო ადგილებია, 37%-ისთვის სიღარიბე