NDI – გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-მ დღეს სოციოლოგიური კვლევის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე – როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, შედეგები ასე გადანაწილდა : სწორი მიმართულებით ვითარდება -20 პროცენტი, არასწორი მიმართულებით – 39 პროცენტი, არ იცვლება – 36 პროცენტი.

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის პოლიტიკურ ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში‪არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ დარაჯს დარაჯი დავუყენოთ