NDI: გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

კითხვაზე – ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? – 65 %-მა იმ გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სწორი პასუხი გასცა, 8% – არასწორი, ხოლო 25%-მა უპასუხა, რომ არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიშეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი – 40% ქართული ოცნება, 10% ენმ – NDI-ის კვლევა
შემდეგი სტატიასასამართლომ მცხეთის ყოფილ გამგებელს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა