NDI – გამოკითხულთა 27 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

გამოკითხულთა 24% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 15%-მა არ იცის, 13 პროცენტს უარი აქვს პასუხზე.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას 10% მისცემდა, ევროპულ საქართველოს – 3%, სხვა – 7%.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიNDI -ის კვლევის თანახმად, პუშკინის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ გამოკითხულთა 58% ინფორმირებული იყო
შემდეგი სტატიაNDI – გამოკითხულთა 77% მხარს დაუჭერდა პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შემოღებას