NDI-გამოკითხული რესპონდენტების 50%-ზე მეტი გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრობს

NDI: „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს შესვლას ყველაზე მეტი მომხრე გორში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ზუგდიდში ჰყავს

NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და კორუფციაზეც არის საუბარი. ორგანიზაციამ გამოკითხულ პირებს შეკითხვები სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზეც დაუსვა.

სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე საუბრობს გამოკითხულთა 18%, 34% მიიჩნევს, რომ ის არ შეცვლილა, 21% კი თვლის, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, სასამართლო სისტემა გაუარესდა.

კორუფციის კუთხით ვითარების გაუმჯობესებას ხედავს გამოკითხულთა 14%, 41%-ს მიაჩნია, რომ არ შეცვლილა, 33% კი თვლის, რომ ვითარება გაუარესდა.

გამოკითხულთა 5%-ის აზრით 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით ქვეყანაში კრიმინალური ვითარება გაუმჯობესდა, 29% მიიჩნევს, რომ არ შეცვლილა, 57% კი თვლის, რომ კრიმინალის კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა.

შეგახსენებთ, რომ NDI-მ 4 ათასამდე ადამიანი გამოკითხა. დღეს კვლევის მხოლოდ ერთი ნაწილი გასაჯაროვდა.

banner
წინა სტატიაშიNDI-გამოკითხულთა 92% ფასების ზრდისა და ინფლაციის კუთხით ვითარების გაუარესებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიადემოკრატიულმა პარტიამ ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა