NDI: „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს შესვლას ყველაზე მეტი მომხრე გორში, ხოლო ყველაზე ნაკლები – ზუგდიდში ჰყავს

NDI: „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს შესვლას ყველაზე მეტი მომხრე გორში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ზუგდიდში ჰყავს

endNDI-ის გამოკითხვით, რომელიც ჩატარდა საქართველოს 9 ქალაქში, საქართველოს შესვლის „ევრაზიულკავშირში“ ყველაზე მეტი მომხრე ცხოვრობს ქ.გორში, ხოლო ყველაზე ნაკლები -ზუგდიდში. გამოკითხვა ჩატარდა ა.წ. 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე, მონაწილეობდა 4448 ადამიანი. კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს „ევრაზიულ კავშირში“ შესვლას, დადებითი პასუხები ასე განაწილდა: გორი – 33%, ბათუმი -32%, ოზურგეთი – 31%, ახალციხე- 31%, გურჯაანი – 29%, თელავი -27%, მცხეთა – 27%, ქუთაისი – 26%, თბილისი – 24%, ზუგდიდი-21%. კითხვაზე: „უნდა შევიდეს თუ არა საქართველო რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში“ თუ „საქართველო უნდა შევიდეს ევროკავშირში, რომელიც შექმნილია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ “ პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: „ევრაზიული კავშირის“ წევრად ყოფნა სურს გამოკითხულთა 28%, ხოლო „ევროკავშირის“ – 47% .

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა:”ეს არის საქართველოს რაიონების დაჩეხვა”
შემდეგი სტატიაბათუმის მერმა ორი მასაჟორიანი სკამი შეიძინა