NDI-ის დამკვირვებელთა მისია : დაშინებისა და ძალადობის ფაქტები აღმოფხვრილი უნდა იყოს

შეიძლება ითქვას, რომ პროესები, რაც წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდება, უკვე სახეზეა, – ამის შესახებ NDI-ის რეგიონულმა დირექტორმა, ლორა ჯუიტმა პრესკონფერნეციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, NDI 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო ვითარებაზე დაკვირვებას აწარმოებს.

“ასევე, გვინდა შევტავაზოთ მთავრობას რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესებისადმი ნდობის ამაღლებას. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პროცესები, რაც წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდება, უკვე სახეზეა. იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს შესაბისობაში, მთავრობამ და საარჩევნო სუბიექტებმა ყველაფერი უნდა იღონონ. აღმოფხვრილი უნდა იყოს ძალადობის და დაშინების ფაქტები”, – განაცხადა ლორა ჯუიტმა.

დელეგაციის წევრის მაიკლ პოზნერის განცხადებით, საარჩევნო ციკლი ჯერ კიდევ დასაწყისშია, მაგრამ შიში დაშინებისა და ძალადობის არსებობს, წინა პერიოდის გავლენის გამო. ასევე, შიშს განაპირობებს კორცხელში მომხდარი ინციდენტიც.

„ჩვენ შევხვდით ამ ინციდენტში მონაწილე პირებს, ვნახეთ ფირები, შევხვდით არასამთავრობო სექტორს. მიუხედავად იმისა, რომ ექვს პირს ბრალი წაუყენეს ამ ინციდენტის გამო, ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები მთავრობისთვის. პირველ რიგში, ასეთ დროს სამართალდამცავების საკმარისი რაოდენობა უნდა იყოს მობილიზებილი და მათ სპეციალური კურსები უნდა ჰქონდეთ გავლილი. ასევე, ყველა სუბიექტმა, პარტიებმა უნდა დაგმონ მსგავსი საქციელი, ასევე პარტიებმა უნდა შეიმუშაონ ქცევის კოდექის პარტიის შიგნით. რაც შეეხება დაშინების ფაქტებს, განსაკუთრებით ასეთ დროს ქალებზე უფრო ხდება დაშინება. მაგალითად 2014 წლის თვითმმართელობის არჩევნებში ერთ-ერთმა ქალბატონმა კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რადგან შეეშინდა დაშინების”, – განაცხადა მაიკლ პოზნერმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს გავრცელდა უკანონოდ გადაღებული ფარული ვიდეო ჩანაწერები, რაც დასაგმობია.

„ასევე, იყო გარკვეული სიტყვიერი თავდასხმა ჟურნალოსტებზე. ჩვენი მოწოდება და რეკომენდაცია იქნებოდა, რომ პოლიტიკოსებმა დაგმონ ასეთი დამოკიდებულება მედიისადმი. ჩვენი ანგარიში შეეხება ისეთ ასპექტებს, როგორიც არის სამართალდამცავი და სასამართლო სტემის მიმართ ნდობის არსებობა. განვიხილეთ „რუსთავი ორისა“ და „მაესტროსთან“ დაკავშირებული საკითხები. იკვეთება, რომ ნამდვილად არის გარკვეული ჩარევა და იბადება ამ მიმართულებით კითხვები. ასევე კითხვები არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებითაც, როგორ მოხდა ამ ცვლილებების შემუშავება და მიღება”, – განაცხადა მაიკლ პოზნერმა.

მისივე თქმით, რეკომენდაციები, რომელიც NDI -ის ანგარიშშია, პირველ რიგში სასამართლოს შეეხება და იმ პირების მიმართ, ვინც კანონი დაარღვია, მათ ბრალი უნდა წარედგინოს.

“რაც შეეხება სასამართლო განჩინებებს,ის ცალსახა სიგნალს უნდა აგზავნიდეს, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია. ძალადობის ნებისმიერ ინციდენტებზე მყისიერი რექცია უნდა მოხდეს“, – განაცხადა მაიკლ პოზნერმა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა.

NDI–იs დელეგაციის წევრები არიან სემ კოპერსმითი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არიზონას შტატში; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი და პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: როცა სტიქია მოხდა, ეს ვაგონი იქ არ იდგა
შემდეგი სტატიამოსამართლე ტურავამ თავმჯდომარისგან შენიშვნა მიიღო- “რუსთავი 2”-ის საქმე