NDI: ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შემდეგ, კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი პოზიცია თავისუფლად დაეფიქსირებინათ.

NDI-ს სამდაკვირვებლო დელეგაციის შეფასებით, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ხმის დათვლის პროცესი მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობდა, თუმცა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცესი შეწყდა, ან შეჩერდა უმართავი, ზოგიერთ შემთხვევაში კი აგრესიული ჯგუფების მიერ.

NDI-ს შეფასებით, არჩვენების დღე მშვიდ გარემოში დაიწყო და ძალადობის ცალკეული შემთხვევებით დასრულდა.

“ახლა ხელისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციას, პარტიებს, კანდიდატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაძაბულობის განმუხტვის ვალდებულება ეკისრებათ. ყველა მხარემ თავის უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან”, – აღნიშნავენ დელეგაციაში.

ასევე, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა რეკომენდაციით მიმართა პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა დ აქტივისტებს, პატივი სცენ მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ პოზიციას და არჩევნების შედეგებს, ხოლო ცესკო-ს კი მიმართა, რეაგირება მოახდინოს საჩივრებზე და უზრუნველყოს გამჭირვალეობა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ხმალაძე: ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმის თქმისა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი: საქართველოს წარმატებული საპარლამენტო არჩევნები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოულოცა