NDI: ბოლო ექვს წელში, ყველაზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება

NDI: ბოლო ექვს წელში, ყველაზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, 2016 წელს ყველაზე მეტი გამოკითხული (39%) მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

2015 წელს ეს მაჩვენებელი 37% იყო, 2014 წელს – 16-18%, 2013 წელს – 9-15%, 2012 წელს – 10-22%, 2011 წელს – 18-19%, 2010 წელს – 18-20%, ხოლო 2009 წელს – 17-31%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჟავანაძე ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიანინო სურგულაძე “ოპერის ოსკარის” მფლობელი გახდა