NDI – აქციები სლოგანით “არა მიშას” და “მე ვიცავ თავისუფლებას”, რომელიც უცნობი ჯგუფების ორგანიზებული იყო, ზურაბიშვილის კამპანიის ნარატივს უჭერდა მხარს

„ქართული ოცნების“ ლიდერები ზურაბიშვილის კამპანიის სახეები გახდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ ბანერზე ზურაბიშვილის ფოტო ივანიშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების ფოტოებით შეიცვალა. ზურაბიშვილი ნაკლებად ხილვადი გახდა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამ ინიციატივით პარტიამ მის მხარდაჭერილ კანდიდატს საყვედური გამოუცხადა,- ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც არჩევნების მეორე ტურის შეჯამება ხორციელდება.

NDI-ის მიხედვით, „კამპანიის სადავეების სრულად ხელში აღება და საპრეზიდენტო რბოლაში ბევრი ინვესტიციის ჩადება ზაფხულის დასაწყისში პარტიის პოზიციისგან მნიშვნელოვან გადახვევას წარმოადგენდა, რადგან მაშინ პარტია ამბობდა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი არ იყო და“ ქართული ოცნება“ მასში არ ჩაერთვებოდა“.

„პირველი ტურის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კანდიდატებს მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობის გამო გაკვირვება გამოხატეს და NDI-ის ანალიტიკოსებს განუცხადეს, რომ მათი მეორე ტურის სტრატეგია ორ ძირითად კომპონენტზე იქნებოდა აგებული. პირველი იყო გადაწყვეტილება, რომ პარტია, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ზურაბიშვილის კამპანიას სათავეში უფრო სრულად ჩაუდგებოდა და ღონისძიებების ჩატარებაზე, მესიჯებსა და სტრატეგიაზე პასუხისმგებლობას აიღებდა. მართლაც, „ქართული ოცნების“ ლიდერები ზურაბიშვილის კამპანიის სახეები გახდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ ბანერზე ზურაბიშვილის ფოტო ივანიშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების ფოტოებით შეიცვალა. გადიოდა სატელევიზიო რეკლამები, სადაც „ქართული ოცნების“ წამყვანი ლიდერები ხელისუფლების მიღწევებზე საუბრობდნენ. ზურაბიშვილი ნაკლებად ხილვადი გახდა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამ ინიციატივით პარტიამ მის მხარდაჭერილ კანდიდატს საყვედური გამოუცხადა.

კამპანიის სადავეების სრულად ხელში აღება და საპრეზიდენტო რბოლაში ბევრი ინვესტიციის ჩადება ზაფხულის დასაწყისში პარტიის პოზიციისგან მნიშვნელოვან გადახვევას წარმოადგენდა, რადგან მაშინ პარტია ამბობდა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი არ იყო და“ ქართული ოცნება“ მასში არ ჩაერთვებოდა, რათა პოლიტიკური პლურალიზმისთვის ხელი შეეწყო“-, ნათქვამია ანგარიშში.

NDI-ის მიხედვით, „მეორე სტრატეგია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაბრუნების შიშზე დაფუძნებული მესიჯების შემუშავება იყო“.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა განმარტეს, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლა, რადგან კვლევების მიხედვით ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი თითქმის მაშინვე გაიზარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სატელევიზიო არხებზე, სოციალურ მედიასა და რეკლამებში საქართველოს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ წამყვანი ლიდერების გაფრთხილება ესმოდათ, რომ ვაშაძის სასარგებლოდ მიცემული ხმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასა და ქვეყანაში დაბრუნებას და – შესაბამისად – წარსულის სავარაუდო წამებისა და ძალადობის ფაქტებს გამოიწვევდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საზოგადოებას სამოქალაქო ომისა და არეულობის საფრთხის შესახებ აუწყეს, ივანიშვილმა სატელევიზიო მიმართვები გაავრცელა, რომელიც ხალხს ძალადობისა და დესტაბილიზაციის საფრთხეზე მიუთითებდა, თუ ისინი ზურაბიშვილს არ მისცემდნენ ხმას. ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა კამპანიები და აქციები სლოგანით “არა მიშას” და “მე ვიცავ თავისუფლებას”, რომელიც უცნობი ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული და ზურაბიშვილის კამპანიის ნარატივს უჭერდა მხარს“,- ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი მზად არის, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს
შემდეგი სტატია“არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე”- “ევროპული საქართველო” სამომავლო სტრატეგიაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს