NDI : 71 % ამბობს, რომ საარჩევნო უბანთან კოორდინატორები არ შეუნიშნავთ

“ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71 % ამბობს, რომ საარჩევნო უბანთან არ შეუნიშნავთ კანდიდატთა კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას ინიშნავდნენ ან ამომრჩევლებს პირად ინფორმაციას სთხოვდნენ.

კითხვაზე, არჩევნების დღეს თუ გაიხსენებთ, შეამჩნიეთ თუ არა კანდიდატების აქტივისტები/კოორდინატორები საარჩევნო უბანთან, რომლებიც ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას ინიშნავდნენ ან ამომრჩევლებს პირადი ინფორმაციას თხოვდნენ, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ კი.

16-მა პროცენტმა არ იცის, ხოლო უარი „პასუხზე“ 1-მა პროცენტმა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

banner
წინა სტატიაში2018 წლის საპრეზიდენტო არჩევბეის მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა უფრო მაღალი იყო – NDI
შემდეგი სტატიამომარაგდება თუ არა სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სამსახური რუსული თაფლით – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განცხადებას ავრცელებს