NDI – 55% ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო კვლევის შედეგების მეორე ნაწილს აქვეყნებს.

კვლევის შედეგების თანახმად, წინა წელთან შედარებით 1%-ით შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქართული ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებენ და მომატებულია 2%-ით იმ პირების რიცხვი, რომლებიც ქართული ჯარის საქმიანობას უარყოფითად აფასებენ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ჯარის საქმიანობას 2019 წლის აპრილის მონაცემებით, დადებითად აფასებს გამოკითხულთა 55%.

საშუალოდ ჯარის საქმიანობას აფასებს გამოკითხულთა 26%-ი. მაშინ როდესაც 2018 წლის მარტის თვეში მათი პროცენტული მაჩვენებელი 31%-ი იყო.

უარყოფითად შეიარაღებული ძალების საქმიანობას 9% აფასებს.

კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), პირისპირ გამოიკითხა 2,927 რესპოდენტი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება
შემდეგი სტატია40% პარლამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს – NDI