NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ პარლამენტში ქალის და კაცის საუკეთესო გადანაწიელბა 50% – 50%-ზე იქნებოდა.
ამავე კითხვის პასუხად 16% მიიჩნევს, რომ 30% ან ნალები ქალი უნდა იყოს, 70% ან მეტი კი კაცი.
კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.