NDI – 46%-ს მიაჩნია, რომ გახარია შს მინისტრის პოსტიდან უნდა გადამდგარიყო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 92%-ს 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია და მათგან 46% ეთანხმება აქციის მოთხოვნას გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება 39%, არ იცის 14% და უარი განაცხადა პასუხზე 1%-მა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა
შემდეგი სტატიაინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს – NDI