NDI: 41% – საარჩევნოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივლისი 29, 2016 10:50

NDI: 41% – საარჩევნოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა

როვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი საკითხი იქნება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებში ხმების მიცემისას, მოსახლეობის 41% პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს, პარტიის პოლიტიკას ჯანდაცვასთან დაკავშირებით – 14%, პარტიის პოზიციას ეროვნულ უსაფრთხოებაზე – 11%.

გამოკითხულები ასევე მნიშვნელოვნად ასახელებენ პარტიის პოზიციას კანონის უზენაესობასთან, საგარეო საკითხებთან, განათლებასთან დაკავშირებით.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი – 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივლისი 29, 2016 10:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics