NDI: 31%-ის შეხედულებებთან ახლოს ოცნება დგას, 25%-თან არცერთი პარტია, 24% კითხვას არ პასუხობს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ახალ კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% ქართულ ოცნებას ასახელებს, ხოლო 5% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას, 24% პასუხზე უარს ამბობს, 5%-მა არ იცის, ხოლო 9% სხვა პარტიებს ასახელებს (ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია, გირჩი).

NDI აღნიშნავს, რომ შესაძლოა, პასუხზე უარის თქმის მაღალი მაჩვენებელი სატელეფონო მეთოდის თავისებურებებით აიხსნას.