NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14%-თვის ყველაზე ახლოს პარტია “ქართული ოცნება” დგას

კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 14% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 13% “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს.

გამოკითხულთა 42%-თვის არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს, 14% “ქართულ ოცნებას” ასახელებ, 13% “ნაციონალურ მოზრაობას”, 3% “დემოკრატიულ მოძრაობას”, 4% “თავისუფალ დემოკრატებს”, ასევე 4% “პატრიოტთა ალიანსს”, “ლეიბორისტულ პარტიას” კი 3% ერგო.

NDI-მა კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტირუტმა კვლევა აგვისტო-სექტემბერში ჩაატარა და 4448 ადამიანი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 13% “ნაციონალურ მოძრაობას”, 11% კი “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას
შემდეგი სტატიაარასამთავრობოების ნაწილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ